"იმ ნაბიჯებიდან, რაც ბატონმა გიორგიმ (კვირიკაშვილი) გადადგა და იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, საერთოდ რა მდგომარეობაშიც არის დღევანდელი ხელისუფლების სტატუსი, მე არ ვიქნები გულწრფელი, რომ ვთქვა - პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს. არ ვიქნები ამაში გულწრფელი და მეტიც, როდესაც შენ ამბობ, რომ პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, შენ უნდა თქვა, ვინ უნდა იყოს კვირიკაშვილის მაგივრად პრემიერი... და ვის დამისახელებდით კვირიკაშვილზე უკეთესს ქართული ოცნების გუნდში?"
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერის გადაყენების საკითხზე, tvპირველის ეთერში. 2018 წელი, 12 ივნისი.
