„რასაკვირველია საგარეო ფაქტორებს თუ შეხედავთ ნახავთ, რომ ლარის კურსის რყევის ერთ-ერთი განმაპირობებელი, თურქეთის ფაქტორიც არის. ზუსტად ამიტომ, ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე; ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე. კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად იპოთეკურ სესხებზე დოლარში, ეს ემსახურება იმას, რომ ზუსტად ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უფრო პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ზუსტად ამის მიმართ იმუნიტეტი გვქონდეს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას ლარზე. დარწმუნებული ვართ, რომ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს ტარგეტირებული. ის ნაწილი, რომელსაც დოლარში აქვს სესხი არის უფრო მოწყვლადი და ჩვენ დედოლარიზაციის მცდელობით ვცდილობთ ეს შევამციროთ.“

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქმის კურსის ეთერში. 2019 წელი, 21 მაისი.