„ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშებს და სხვა პოლიტიზირებული ენჯეოების. გიგაური პრაქტიკულად ავრცელებს ჭორებს. ეს არის მისი ფანტაზიები და მეტი არაფერი. მე ბევრი ჭორი ვიცი თვითონ ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ჭორი, მათ შორის, რეალობაც ვიცი. ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ანგარიშის შეფასებისას, ისაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა. 2019 წელი, 14 მარტი.
