“ინვესტიციების მოზიდვა თუ გვინდა საზღვარგარეთიდან, ჩვენ [ბიზნესი] უნდა ვიყოთ პირველ რიგში მოტივირებული ჩავდოთ ამ ქვეყანაში ფული. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილება, არ უნდა გავიჭედოთ ერთ ადგილზე ამა თუ იმ მიმართულებით, არ უნდა მოვიდეს ცუდი გადაწყვეტილებები… ეს ადვილი სამართავი არ არის. საჭიროა 100-200 გადაწყვეტილება ყოველ დილით, რომელიც უნდა მიიღოს პრემიერმა. 5-6 თუ მიიღებ, არ ჩამოიშლება ეკონომიკა, მაგრამ ძუნძულით ვივლით, ნელა, რისი დროც ამ ეტაპზე არ გვაქვს.”

განაცხადა ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა, tvპირველის გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში. 2018 წელი, 29 ივნისი.