”ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგით მე-5 ვიზიტია საქართველოში. ბათუმში, ხვალ და ზეგ გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ იმ კუთხით, რომ 2 თვეში ნატო-ს სამიტი იმართება ლონდონში, ვფიქრობ წინა მოთელვითი შეხვედრა იქნება, საქართველოს ხელისუფლებასა და ნატო-ს ელჩებს/ხელმძღვანელობას შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახმიანდება, რა გადაწყვეტილებები მიიღება, ნატო-ს საიუბილეო ლონდონის სამიტზე. რადგან ეს ღონისძიება ტარდება ბათუმში, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არ არის შემთხვევით, იმიტომ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მახსოვს, ჩრდილო-ატანტიკური საბჭოს ერთ-ერთი ვიზიტისას, როგორ მოხდა საჯარო მოხელეების დაკავებები წინა საღამოს, შემდეგ საღამოს და მოკლედ რაღაც გარკვეული აღრევა იყო ამ ვიზიტის მნიშვნელობის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეხლა მაინც არ შეუშლიან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ამ ვიზიტს ხელს და არ გადაფარავს რაიმე ნიუსი.“
საქმიანი დილის ეთერში, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მოახლოებული ვიზიტი მიმოიხილა, ალექსი პეტრიაშვილმა. 2019 წელი, 2 ოქტომბერი.
