„ივანიშვილის მესამე ვადა იქნება ამ ქვეყნისთვის მართლაც ხერხემალში გადამტეხი. ის, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს ქვეყანას და საზოგადოებას. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ივანიშვილის შესაცვლელად, პროპორციული არჩევნებია მთავარი. მთელი მოსახლეობა, ყველა პოლიტიკოსი თუ საზოგადოებრივი ჯგუფი დაირაზმება ერთი ეგიდით - თუ რაიმე არის სიკეთის მომტანი 2024-ში, მაშინ რატომ არ უნდა გადმოვიტანოთ ის 2020-ში.“

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ. 2019 წელი, 27 თებერვალი.