“მე მესმის პრეზიდენტის, რომ თუ უმრავლესობის მხრიდან წინასწარ გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატზე, ეტყობა უმრავლესობას, რომ ჩასაფრებულია - ვინც არ უნდა წარმოგვიდგინოს, ჩვენ მაინც ჩავაგდებთ, არ ავირჩევთ და ორ თვეში მაინც ჩვენ კანდიდატურას გავიყვანთ, რატომ უნდა გავუწიო ანგარიში პრეზიდენტს და მის წარმოდგენილ კანდიდატს? - ესაა უმრავლესობის დომინანტური განწყობა! მივმართავ ივანიშვილს და მარგველაშვილს, თქვენ გეკისრებათ, ამ ორ ადამიანს, პასუხისმგებლობა.”

განაცხადა დავით უსუფაშვილმა ლევან ჩხაიძის "დღის ამბებში". 2018 წელი, 22 აგვისტო.