“მთავარია, რომ ყველა, გარდა ერთისა, პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში პროპორციული არჩევნები. ის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ამაზე არ თანხმდება, 3 და 4 თვის წინ იყო თანახმა და თვითონ შემოგვთავაზა პროპორციული არჩევნები. ეს არჩევნები ჯერ კიდევ მიუღწეველია. რატომ? იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს გაუჩნდა შიში იმისა, რომ პროპორციული არჩევნებით იგი ძალაუფლებას სრულად თუ არა, ნაწილობრივ დაკარგავს. მან დაინახა, რომ პროპორციული არჩევნებით, როგორც მინიმუმ ხელისუფლების გაყოფა მოუწევდა. ერის მამამარჩენლის იდეაფიქსით შეპყრობილი ადამიანები (და ივანიშვილი არ არის პირველი ჩვენ ქვეყანაში) ხდებიან ამ საკითხში შეურაცხადნი, ვერ იაზრებენ, რომ ამ სრულ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულნი უფრო მაღლიდან დაენარცხებიან ძირს და ქვეყანასაც უკან წევენ. მას შემდეგ, რაც 113 ხმით იყო საჭირო გადაწყვეტილების მიღება, მაჟორიტარები ამიჯანყდნენ და ვერ დავარწმუნეო, ამას გვეუბნება ჭარბი ავტორიტეტით აღჭურვილი ადამიანი, ანუ საკუთარი ბანკის თანამშრომელსაც ვერ არწმუნებს".

დავით უსუფაშვილი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში. 2019 წელი, 17 ნოემბერი.