"ეს პროექტი არის იმის დასტური, რომ საქართველოში არის კარგი ბიზნესგარემო, იმიტომ, რომ ეს მეწარმეები, ეს ხალხი რუსეთში ცხოვრობენ. ისინი არ გადმოვიდოდნენ საქართველოში და არ გახსნიდნენ საწარმოს აქ. ეს არის ის პროექტები, რომელსაც ჩვენ, როგორც იტყვიან, სანთლით ხელში ვეძებთ და ასეთი პროექტები ზუსტად არის საჭირო, რომ ჩვენ საქართველოს ეკონომიკა გავზარდოთ და ის სიღარიბე აღმოვფხვრათ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს".

ამის შესახებ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმოს დაგეგმილი მშენებლობის დროს. 2019 წელი, 22 მარტი.