„ჩვენი შემოსავალი გაიზარდა 20%-ით ტურიზმისგან. ეს რას ნიშნავს: ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვზრდით არა მარტო ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობას, არამედ საშუალო შემოსავალი ერთ ვიზიტორზე იზრდება ანუ ჩვენი და ჩამოსული ხალხი/ტურისტები არიან უფრო და უფრო გადამხდელუნარიანი, ისინი უფრო და უფრო მეტ თანხას ტოვებენ ჩვენ ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, 2018 წლის ტურიზმის მაჩვენებლების წარდგენისას. 2019 წელი, 4 იანვარი.