„2016 წლის ივნისს, მხოლოდ ჩვენ შევძელით, ბატონი ირაკლი შოთაძის სხვათაშორის ვიღაცეებს არ მოწონთ, მაგრამ მე მას ამ ტრიბუნიდან მხარდაჭერას ვუცხადებ კიდევ ერთხელ, მისი დამსახურებაც იყო, რომ ჩვენ 2016 წელს შევძელით ცვლილებები შეგვეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ახლა რაღაცით არიან უკმაყოფილო, შევძელით, რომ თვითნებურად და უკანონოდ გამტყუნებული პირებისთვის შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები და პროკურატურას შეძლებოდა ახალი გარემოებებით შესულიყო სასამართლოში შუამდგომლობით.

შესაბამისად ორი წლის თავზე 58 საქმეზე დასრულებულია გამოძიება და 40 საქმეზე, ისინი ვისაც აქ აქვს ყვირილის სურვილი ამ კითხვაზე გასცენ ჯობს პასუხი, ადამიანები წინა ხელისუფლების დროს იყვნენ გამტყუნებულები, მათზე გამოტანიალია გამამართლებელი განაჩენი.

მე მაქვს კითხვა - მაშ რატომ იყვნენ ისინი ამდენი ხანი ციხეში, ძალიან ცუდ პირობებში და არა იმ პირობებში, რომელშიც ჩემი კოლეგა კახი კახიშვილი ამყოფებს დღეს პატიმრებს, რადგან ასეთია დღეს ჩვენი პოლიტიკური ნება.“

განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა, გაერთიანებული კომიტეტების მოსმენაზე. 2018 წელი, 19 ივნისი.