"როდესაც ადამიანი აყავთ სამსახურში, მას ეუბნებიან ხელფასს, რომელიც მან ხელზე უნდა აიღოს. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ის ტვირთი, რომელიც 2% უნდა იყოს დასაქმებულის მიერ გადახდილი, გარკვეულწილად მტკივნეულად დააწვეს ისევ დამსაქმებელს. ამიტომ, ეს კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია დასაქმებულისთვის. ეს, გარკვეულწილად, კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება და, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეტანილი აქვთ, რომ ეს დასაქმებულის მხრიდან იყოს ნებაყოფლობითი და უფრო სწორი იქნებოდა, ამ რეფორმაში ჩართულიყო დამსაქმებელი".
განაცხადა დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონიამ დაგროვებითი რეფორმის განხილვაზე. 2018 წელი, 13 დეკემბერი.
