„ლარის ნებისმიერი რყევა და პლუს, როდესაც ემატება ბენზინზე ფასის ცვლილება, ძალიან ნეგატიურად აისახება ბაზარზე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მტკივნეულად ისახება სადისტრიბუციო კომპანიებზე, რომლებიც იძულებული ხდებიან ფასები გაზარდონ. სამომავლოდ, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა ძალიან აქტიურად იმუშაოს ეროვნულ ბანკთან ერთად, რათა ამოვიდეთ იმ საფრთხიდან, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო შეუქცევადი იყოს. განსაკუთრებით რთული პერიოდი ლარისთვის დგება წლის ბოლოს. 2.7-ს როდესაც სცდება კურსი, ეს არის კრიტიკული ზღვარი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ნეგატიურად ისახება მოსახლეობაზე.“
განაცხადა დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ. 2019 წელი, 22 მაისი.
