„ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რამ - ერთის მხრივ მთავრობა იძახის, რომ ანაკლიის პროექტს მხარს ვუჭერთ და მეორეს მხრივ, ღიად ებრძვიან ამ პროექტს.

ის ფაქტი, რაც მათ ზარალი მიაყენეს ქართულ ეკონომიკას ორი წლის განმავლობაში, ორი მილიონი ლარის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული. დანაშაულია და დადგება დრო, რომ ამაზე პასუხს აგებენ.“

ეს განცხადება, სასამართლოში შესვლამდე, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. 2019 წელი, 26 ივლისი.