"დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ ჩვენ განმარტება გაგვეკეთებინა და დაწყნარებულიყო ეს აჟიოტაჟი და მედიას, საზოგადოებას, დეპუტატებს გაერკვიათ რა მოხდა რეალურად. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის  მსხვერპლი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ.“

ეს განცხადება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ დახურული კომიტეტის შემდეგ გააკეთა. 2019 წელი, 26 თებერვალი.