"წარმოადგინეს პროექტი, უკვე მომზადებული წინადადება სასამართლოების სისტემამ, რომელიც არც ჩვენთან არც, საბჭოს სხდომაზე არ განხილულა. პროექტის მიხედვით ისინი ითხოვენ, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებს, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის ეს გახდეს გათავისუფლების საფუძველიც თუ კი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არჩეული პირი, შეიძლება გათავისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავი ორგანოს მიერ.
ეს არის რა თქმა უნდა დრაკონული კანონი, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი, საფრთხეები როდესაც საჯაროდ გამოგვაქვს ინფორმაცია, რაც საბჭოში ხდება და ამის საპასუხოდ შემოიტანეს ისეთი წინადადება, რომელიც საშუალებას აძლევს გამოიწვიოს არამოსამართლე წევრი იმ ორგანომ რომელსაც ის არ დაუნიშნავს."
განაცხადა სამოსამართლო საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბარში. 2018 წელი, 23 ივნისი.
