„ქართველ ბიზნესმენებს თურმე ეწყინათ, რომ მათ „საბჭოთა ცეხავიკები“ დაუძახეს და გადაწყვიტეს დაერეკათ კოკა-კოლას თბილისის ოფისში და გაოცება გამოეხატათ. ამის მაგივრად უნდა გამოსულიყვნენ და რასაც ითხოვდა „გირჩი“ ამ წერილით, ის უნდა გაეკეთებინათ - საკუთარი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ თიბისი ბანკის საქმეზე, საქმეზე, რომელიც არის ერთ ერთი გახმაურებული საქმე ამ წუთში. სინამდვილეში ჩვენი წერილის შინაარსი შემდეგია, თუ რატომ არის ქართული ბიზნესი ესეთ სავალალო მდგომარეობაში, რომ იმის ერთი ადგილი არ ჰყოფნის, გამოვიდეს და რაღაცაზე თქვას, რომ ეს არის სწორი და ეს არასწორი, ამის მიზეზი არის ის, სინამდვილეში, რომ ბიზნესის სახელით მოლაპარაკე ცნობადი სახეები არიან მართლა თავისი არსით და მენტალიტეტით „საბჭოთა ცეხავიკები“, რომლებმაც ფული იმით კი არ იშოვეს, რომ ვთქვათ აიფონი მოიგონეს ან ინოვაცია შექმნეს, არამედ ფული იშოვეს სახელმწიფოსთან ალიანსით და სახელმწიფოსგან მიღებული პრივილეგიებით.“

„გირჩის“ მიერ გავრცელებულ წერილის საპასუხოთ, ბიზნესმენებისგან გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა „გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში. 2019 წელი, 7 მარტი.