დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, Viber-ის არხში ისარგებლონ Visa კონსიერჟის და ჩატბოტის მომსახურებით 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან.

ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:


  • კონცეპტ 360-ის უპირატესობები;

  • ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;

  • ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;

  • მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;

  • საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;

  • Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;

  • თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;

  • კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;

  • FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;

  • ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;

  • ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;

  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.


ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს. S