ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა - სამუშაო პროცესებში, ინფორმაციის მოძიებასა თუ იდეების გამოხატვისას. გასულ წელს ამ სფეროს წამყვანმა სტარტაპებმა ვენჩურული ფირმებისგან უზარმაზარი თანხები მოიზიდეს იმ აპლიკაციების განსავითარებლად, რომლებსაც ასობით მილიონი ადამიანი იყენებს - იურიდიული სფეროდან, პროგრამირებიდან თუ საბანკო სექტორიდან მუსიკამდე. AI-ის ეიფორიიდან სამი წლის შემდეგ, სტარტაპები იწყებენ იმის დამტკიცებას, რომ მაღალფარდოვანი იდეები მდგრად ბიზნესად შეიძლება გადაიქცეს. ეს Forbes-ის მერვე AI 50-ის სიაშიც კარგად ჩანს.

გიგანტები და მათი ფული

OpenAI და Anthropic-ი სიის უდიდეს კომპანიებად რჩებიან. ორივემ ვენჩურული დაფინანსების სახით ჯამში $242.6 მილიარდი მოიზიდა - სიაში შემავალი კომპანიების მთლიანი, $305.6 მილიარდის, ღირებულების დაახლოებით 80%. შემოსავლებიც სწრაფად იზრდება: თებერვლის ბოლოს OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა $25 მილიარდს გადააჭარბა, აპრილის დასაწყისში კი Anthropic-მა $30-მილიარდიანი შემოსავლის ზღვრის გადალახვა დაადასტურა.

დარიო ამოდეი, Anthropic-ის CEO

Anthropic-ისთვის თებერვალი განსაკუთრებული მოვლენებით იყო სავსე: ჯერ Claude Cowork-მა, რომელიც ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზეა გათვლილი, ბაზარი შეარხია და SaaS-ის, IT-ისა და იურიდიული სერვისების აქციები $285 მილიარდით დაეცა. შემდეგ კომპანიამ განახლებული Claude Opus-ი გამოუშვა, რომელიც პროგრამირების სფეროს ცვლის. ბოლოს კი Anthropic-ი პენტაგონთან საჯარო დაპირისპირებაში ჩაება - ავტონომიური იარაღებისა და მასობრივი თვალთვალის სისტემების შემოღებაზე უარის თქმის გამო კომპანია პენტაგონის შავ სიაში მოხვდა. ამან CEO დარიო ამოდეი AI-სამყაროს ერთგვარ გმირად აქცია - მის დასაცავად OpenAI-ი და Google-იც კი გამოვიდნენ. კომპანია ახლა $380 მილიარდად არის შეფასებული, ხოლო Claude-მა ChatGPT-ს გადაუსწრო და App Store-ის ყველაზე გადმოწერად აპლიკაციად იქცა.

ახალი სახეები

სიაში 20 ახალი კომპანიაა. მათ შორის გამოირჩევა რამდენიმე:

Gamma-ს CEO გრანტ ლი

Gamma: ყოფილი საინვესტიციო ბანკირი გრანტ ლი უამრავ დროს ხარჯავდა PowerPoint-ის სლაიდების ფორმატირებაზე. დღეს მისი სტარტაპი ნებისმიერს აძლევს საშუალებას, მარტივი ტექსტური მოთხოვნით შექმნას პრეზენტაციები, სოციალური მედიის ვიზუალები და მთლიანი ვებსაიტები. 2020 წელს პროდუქტის პირველი ვერსია მარცხი აღმოჩნდა - ერთ-ერთი ინვესტორი ამბობდა, რომ ეს „ყველაზე ცუდი იდეა” იყო, რაც კი ოდესმე გაეგო. AI-ის სწრაფმა განვითარებამ ყველაფერი შეცვალა: Gamma 2023 წლიდან მოგებიანია, $2.1 მილიარდად ფასობს და 100 მილიონმა ადამიანმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც გამოიყენა.

Reflection-ის CEO მიშა ლასკინი

Reflection: ბრუკლინში დაფუძნებული სტარტაპი $2.1 მილიარდის დაფინანსებით და $8-მილიარდიანი შეფასებით. DeepSeek-ისა და სხვა ჩინური კომპანიების ღია კოდის მოდელებთან კონკურენციისთვისაა შექმნილი, ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. მას მხარს უჭერენ Nvidia, Sequoia და Lightspeed-ი. კომპანიას საკუთარი AI ჯერ საჯაროდ არ გამოუშვია, თუმცა სამხრეთ კორეაში მონაცემთა ცენტრს უკვე აშენებს.

EliseAI-ის CEO მინა სონგი

EliseAI: ქვეყნის უძრავი ქონების მართვის უმსხვილესი კომპანიების 80%-ზე მეტი იყენებს EliseAI-ის ჩატბოტებს - სარემონტო მოთხოვნების თვალყურის დევნებიდან, ბინის ტურების დაგეგმვამდე და იჯარის განახლებამდე. CEO მინა სონგმა კომპანიის დაარსებამდე უძრავი ქონების ფირმის მიმღებში  მდივნის როლში  იმუშავა, რათა ინდუსტრიის პრობლემები შიგნიდან შეესწავლა. „ახლა ინვესტორებთან შეხვედრებზე ისინი თავად გვთავაზობენ ჩვენს იდეებს", - ამბობს სონგი.

კონსოლიდაცია და მოთამაშეების გაქრობა

გასული წელი ზოგიერთი კომპანიის გაქრობითაც და არსებული მოთამაშეების კონსოლიდაციითაც გამოირჩეოდა. Scale AI-ის CEO ალექსანდრ ვანგი Meta-ს სუპერინტელექტის ლაბორატორიის მეთაურად გადავიდა. ილონ მასკის xAI SpaceX-მა შეიძინა - ერთობლივი კომპანია $1.25 ტრილიონად ფასობს. Google-მა $2.4 მილიარდი გადაიხადა AI-კოდინგის სტარტაპ Windsurf-ის თანადამფუძნებლების დასაქირავებლად და მისი ტექნოლოგიის ლიცენზიისთვის. თავად Windsurf-ი კი $10 მილიარდად შეფასებულმა Cognition-მა შეიძინა.

სრული სია

კომპანია

ძირითადი სერვისი

მოზიდული დაფინანსება

დაფუძნების წელი

სათავო ოფისი

Abridge AI-ჩანაწერების მწარმოებელი ექიმებისთვის $830 მლნ 2018 სან-ფრანცისკო
Anthropic AI-მოდელები და პროდუქტები $60 მლრდ 2021 სან-ფრანცისკო
Applied Intuition თვითმართვადი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფა $850 მლნ 2017 სანივეილი
Baseten AI აპლიკაციების გაშვების პროგრამა $585 მლნ 2019 სან-ფრანცისკო
Black Forest Labs გამოსახულებისა და ვიდეოს გენერაციის პროგრამა $450 მლნ 2024 ფრაიბურგი, გერმანია
Chai Discovery წამლების აღმოჩენის AI $225 მლნ 2024 სან-ფრანცისკო
Clay AI-გაყიდვების ინსტრუმენტები $204 მლნ 2017 ნიუ-იორკი
Cognition AI-კოდინგის აგენტები $1 მლრდ 2024 სან-ფრანცისკო
Cohere AI-მოდელების შემქმნელი $1.6 მლრდ 2019 ტორონტო
Crusoe AI-მონაცემთა ცენტრების მშენებელი $2.9 მლრდ 2018 დენვერი
Cursor AI-კოდინგის პროგრამა $3.3 მლრდ 2022 სან-ფრანცისკო
Cyera AI-მონაცემთა უსაფრთხოება $1.7 მლრდ 2021 ნიუ-იორკი
Databricks მონაცემთა შენახვა და ანალიტიკა $20 მლრდ 2013 სან-ფრანცისკო
Decagon AI-აგენტები მომხმარებელთა მომსახურებისთვის $481 მლნ 2023 სან-ფრანცისკო
ElevenLabs ხმის გენერაციის პროგრამა $800 მლნ 2022 ნიუ-იორკი
EliseAI AI-აგენტები უძრავი ქონებისა და ჯანდაცვისთვის $392 მლნ 2017 ნიუ-იორკი
Fal გენერაციული მედიის ინფრასტრუქტურა $330 მლნ 2021 სან-ფრანცისკო
Fireworks AI AI-აპლიკაციების შემუშავების პროგრამა $327 მლნ 2022 სან-მატეო
Gamma AI-გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტები $91 მლნ 2020 სან-ფრანცისკო
Genspark.ai AI-ინსტრუმენტები განათლების ინდუსტრიისთვის $545 მლნ 2023 პალო-ალტო
Glean საწარმოს საძიებო სისტემა $770 მლნ 2019 პალო-ალტო
Harvey იურიდიული ავტომატიზაციის პროგრამა $1 მლრდ 2022 სან-ფრანცისკო
HeyGen AI-ვიდეოს გენერაცია $74 მლნ 2022 ლოს-ანჯელესი
Krea გამოსახულების გენერაციის პროგრამა $83 მლნ 2022 სან-ფრანცისკო
Legora იურიდიული ავტომატიზაციის პროგრამა $815 მლნ 2023 სტოკჰოლმი
Listen Labs AI-მომხმარებელთა კვლევის ინსტრუმენტი $100 მლნ 2023 სან-ფრანცისკო
Lovable AI-აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელი $552 მლნ 2023 სტოკჰოლმი
Mercor მონაცემთა მარკირების სერვისი $483 მლნ 2023 სან-ფრანცისკო
Midjourney გამოსახულების გენერაციის პროგრამა $0 2021 სან-ფრანცისკო
Mistral AI ღია კოდის AI-მოდელების შემქმნელი $3.1 მლრდ 2023 პარიზი
Notion პროდუქტიულობის პროგრამა $330 მლნ 2013 სან-ფრანცისკო
OpenAI AI-მოდელები და პროდუქტები $182.6 მლრდ 2015 სან-ფრანცისკო
OpenEvidence AI-ძიება ექიმებისთვის $700 მლნ 2022 მაიამი
Perplexity AI-საძიებო სისტემა $1.7 მლრდ 2022 სან-ფრანცისკო
Physical Intelligence AI-მოდელები რობოტიკისთვის $1 მლრდ 2024 სან-ფრანცისკო
Reflection ღია კოდის AI-მოდელები $2.1 მლრდ 2024 ნიუ-იორკი
Replit AI-აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელი $880 მლნ 2016 ფოსტერ-სიტი
Rogo AI-ფინანსური ინსტრუმენტები $150 მლნ 2022 ნიუ-იორკი
Runway ვიდეოსა და გამოსახულების რედაქტირების პროგრამა $860 მლნ 2018 ნიუ-იორკი
SambaNova AI-ჩიპების მწარმოებელი $1.5 მლრდ 2017 სან-ხოსე
Sierra AI-აგენტები მომხმარებელთა მომსახურებისთვის $635 მლნ 2023 სან-ფრანცისკო
Skild AI AI-სისტემები რობოტიკისთვის $2 მლრდ 2023 პიტსბურგი
Speak AI-ენის რეპეტიტორი $162 მლნ 2016 სან-ფრანცისკო
Safe Superintelligence AI-კვლევა $3 მლრდ 2024 პალო-ალტო
Suno მუსიკის გენერაციის პროგრამა $375 მლნ 2022 კემბრიჯი
Surge AI მონაცემთა მარკირების სერვისი $0 2020 სან-ფრანცისკო
Synthesia AI-ავატარისა და ვიდეოს გენერატორი $535 მლნ 2017 ლონდონი
Thinking Machines Lab AI-კვლევა და პროდუქტები $2 მლრდ 2025 სან-ფრანცისკო
Together AI AI-ღრუბლოვანი პროვაიდერი $548 მლნ 2022 სან-ფრანცისკო
World Labs სივრცითი AI-მოდელების შემქმნელი $1 მლრდ 2023 სან-ფრანცისკო